logo
ENG


სამადაშვილი ოცნებას: ბუჩაში გაუპატიურებული ქალები და ბავშვები რეზოლუციას არ იმსახურებენ?
  • 645ნახვები

რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში დავაინიცირეთ პარლამენტში რეზოლუცია, რომელშიც მოგიწოდეთ, შეფასება გაუკეთოთ იმას, რაც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა. მაინტერესებს, აქ რომ სხედხართ, გავიგე, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოკვებილი ადამიანები ხართ, რომლებსაც ღირებულებები აღარ შეგრჩათ, მაგრამ ბუჩაში გაუპატიურებული ქალები და ბავშვები, თქვენი აზრით, თქვენს მხარდაჭერას არ იმსახურებენ? ამ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არ იმსახურებს უკრაინა, სადაც ჩვენ ვიტყვით ნათლად, რომ ის, რასაც რუსეთი დღეს, უკრაინაში სჩადის, ატარებს ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ნიშნებს? პარლამენტის დღის წესრიგში დღემდე რატომ არ შევიდა ამ რეზოლუციაზე მსჯელობა? უბრალოდ არ გრცხვენიათ? სარკეში როგორ უყურებთ საკუთარ თავს დილას რომ დგებით?

ლელოს წევრმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით ქართული ოცნების დეპუტატებს მიმართა.



ასევე ნახეთ
close დახურვა