logo
ENG


ზურაბიშვილი: ძალადობა პოლიტიკოსებზე, თავდასხმა ელჩებზე აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს
  • 762ნახვები

ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროპული გზის მომხრეა, წარმოუდგენელია და ლოგიკას არ ექვემდებარება იმ პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი და ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში იყოს სპონტანური და არამართული. ეს ქვეყნის ევროპული გზის დასაზიანებლად მიზანმიმართული ქმედებებია, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრსა და თანხვედრაში არაა მის ევროპულ არჩევანთან.

ეს არის გეგმა, რათა მსგავსი პროვოკაციებით, საქართველოს ხელი შეეშალოს ევროინტეგრაციის გზაზე, წარმოჩინდეს, როგორც ანტიდასავლური და ანტიევროპული სახელმწიფო. სხვა რას უნდა ემსახურებოდეს ასე გეგმურად და ერთმანეთის მიყოლებით ძალადობა ქუჩაში, ძალადობა პოლიტიკოსებზე, ძალადობა ქალ პოლიტიკოსზე, თავდასხმა ელჩებზე და ევროპულ პრინციპებზე, მოწოდებები ევროპული სიმბოლოს შეურაცხყოფაზე? ყოვლად მიუღებელია მსგავსი ქმედებები და დასაგმობია, რაც აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს

წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე. დღეს, რესპუბლიკური პარტიის წევრებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე 2 კაცი თავს დაესხა. ასევე დღეს, ევროკავშირის საელჩოსთან ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა აქცია გამართეს, სადაც EU-ს დროშის დაწვა სურდათ. პოლიციამ 7 პირი, მათ შორის პუტინისტი გურამ ფალავანდიშვილი დააკავა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა