logo
ENG


მელია: გვყავს უვარგისი ხელისუფლება - არ უნდათ, მივიღოთ სტატუსი, რომელიც დაგვაახლოებს EU-სთან
ნიკა მელია
08 ივნ, 2022 10:06
მელია: გვყავს უვარგისი ხელისუფლება - არ უნდათ, მივიღოთ სტატუსი, რომელიც დაგვაახლოებს EU-სთან
  • 1088ნახვები

წარმოვადგენთ იმ ქვეყანას, რომლის ხელისუფლებასაც ნდობა პრაქტიკულად განულებული აქვს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. სადაც პროკურორი, მართული მოსამართლე და მთელი მართლმსაჯულება ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ნება-სურვილსაა დაქვემდებარებული და ეს ტრადიციად და ნორმად აქცია ამ კაცმა, რა თქმა უნდა, ეს და კიდევ სხვა ბევრი მიზეზი არის სერიოზული შემაკავებელი ფაქტორი ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის, რომ ამ ეტაპზე გადადგან დამაკმაყოფილებელი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის. გვყავს ქვეყანაში უვარგისი ხელისუფლება, რომელსაც არ უნდა, რომ ჩვენ მივიღოთ ის სტატუსი, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროკავშირთან.

თქვა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკამ მელიამ ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ ფორმულასთან საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა