logo
ENG


ფოტიგა: ვებრძოდი კომუნისტურ რეჟიმს და ვგრძნობ, რასაც ქართველები გრძნობენ - მივანიჭოთ სტატუსი
ანა ფოტიგა
08 ივნ, 2022 23:42
ფოტიგა: ვებრძოდი კომუნისტურ რეჟიმს და ვგრძნობ, რასაც ქართველები გრძნობენ - მივანიჭოთ სტატუსი
  • 1512ნახვები

საქართველოში ციხეში სხედან ყველაზე ცნობილი ადამიანები, ისეთები, როგორიცაა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, დღევანდელი დებატების ერთ-ერთი სუბიექტი. ისინი მოგვმართავენ ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულად არიან განწყობილი არსებული მთავრობის მიმართ, გრძნობენ ისტორიულ საფრთხეს ქვეყნის მიმართ და ითხოვენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რომ არ მოხდეს საქართველოს მოსახლეობის დასჯა და მიტოვება, რომ არ დარჩნენ ქართველები პოტენციური რკინის ფარდის უკან.

შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში. მე თვითონ ვებრძოდი კომუნისტურ რეჟიმს და ვგრძნობ იმას, რასაც გრძნობს ყველა ქართველი. მივანიჭოთ სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას და მოლდოვას.

თქვა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ. [სინქრონული თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა