logo
ENG


კალაძე: აი, ის, ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში
კახა კალაძე
10 ივნ, 2022 19:16
კალაძე: აი, ის, ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში
  • 1127ნახვები

ძალიან სამწუხაროა ეს განცხადებები და ის, რომ ქვეყანა უნდა დაიჩაგროს იმისთვის, რომ ომში არ ჩაერთო. ასევე, მოვისმინეთ: ადამიანი, რომელიც უამრავ კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის, როგორც ქველმოქმედი, როგორც მეცენატი, მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, ასეულობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აქვს აღდგენილი, ჯარისთვის ნატო-ს სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სკოლების რეაბილიტაცია - ამ ადამიანზე გვეუბნებიან, რომ ის ცუდი კაცია და უნდა დაისაჯოს. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და აბსოლუტურად არცერთ სიტყვას, რომელიც რეზოლუციაშია ნახსენები, პირადად მე არ ვეთანხმები.

თითოეულ ჩვენგანს სანქციები რომ დაუწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პირველ რიგში, აი, ის ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ჯარი ჰყავთ, ფინანსურადაც უფრო მაგრები არიან, ხალხის რაოდენობითაც უფრო მეტნი ცხოვრობენ თავიანთ ქვეყნებში და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ომში... ეს დამოკიდებულება რაც გუშინ მოვისმინეთ კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა

განაცხადა თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა