logo
ENG


ზურაბიშვილი: მთავრობას 6 თვე აქვს გამოსასწორებლად, თუ არა და საზოგადოებისგან პასუხს მიიღებს
  • 768ნახვები

რა პირველ რიგში მოეთხოვება მთავრობას ? ქვეყნის ბედია სასწორზე...

ძალიან მკაფიოდ სხვებმა გითხრეს რა არის გასაკეთებელი, ჩემი სათქმელი რაღა იყო? ახლა რომ გვითხრეს და ქაღალდზე რომ წერია, აბა, რაღა ვქნათ? და გვაძლევენ პირობითად [დროს] 2022 წლის ბოლომდე, რომ გამოვასწოროთ, რაც გამოსასწორებელია, თუკი ნამდვილად გვინდა კანდიდატობა. და გვინდა ხომ? ვიცით, რომ 85%-ს უნდა და გავაკეთოთ.

და ეს პასუხისმგებლობა არის ათმაგად, თუ არა ასმაგად, ხელისუფლებაზე. 6 თვე აქვთ და 6 თვის ბოლოს თუ კიდევ ისე გაგრძელდა, როგორც ბოლო 1 წელი, პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან. 

 

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე.

ევროკომისიამ დღეს გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა