logo
ENG


მდინარაძე: მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ქვეყნის ხელისფულება, ამაზე უნდა დახუჭო თვალი
  • 637ნახვები

როდესაც ოპოზიცია ცდილობს, რომ საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას დააბრალოს პრორუსულობა, ამაზე მეტი მავნებლობა, თან ამ პროცესში, მართლაც ისტორიულ პროცესში, ხომ არ ა​რსებობს?. იმიტომ, რომ შენ ასე ალაგებ 10 წელია, რომ ვიღაცას აბრალებ პრორუსულობას, ახლა არ გინდა აქედან გადაუხვიო, ამით ხომ შენ ქვეყანას აზიანებ. ხანდახან ხომ დგება მომენტები, როდესაც მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ქვეყნის ხელისფულება, მოგონილზე კი არ მაქვს საუბარი, მართლა რაღაცას, რომ აფუჭებდეს, ამაზე უნდა დახუჭო თვალი და არ ილაპარაკო რაღაცა მომენტში.

 

ამის შესახებ, ქართული ოცნების წევრმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა