logo
ENG


სიმონიშვილი: თითოეული ჩვენგანის მომავალს ანადგურებს ქართული ოცნება, პასუხი უნდა მოვთხოვოთ
  • 205ნახვები

ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ქართული ოცნება არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩემს, თქვენს, ჩემი კოლეგების და ჩემი მეგობრების მომავალს, ამ ქვეყნის მომავალს კლავს. არის რაღაცები ბუნებაში, რაც ერთმანეთთან უბრალოდ შეუთავსებელია, ასეთია სწორედ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია და ქართული ოცნება. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკურმა ძალამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა ჩამორჩენილიყო ჩვენს პარტნიორებს - მოლდოვას და უკრაინას, და ჩვენ მათ მიღმა დავრჩენილიყავით.

სამწუხაროდ, ჩვენ იმ რეალობის წინაშე ვართ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა დიდი იმედი, ჩვენ გვინდოდა ამ ქვეყანაში აგვეშენებინა დემოკრატია, სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ ქართულმა ოცნებამ ეს ყველა ოცნება დაანგრია და დაანგრია ნებისმიერი ქართველის ოცნება, რომ ვყოფილიყავით ევროკავშირის წევრი. მან მრავალი წლით დაანგრია ეს ოცნება, რის გამოც ქართველმა ხალხმა მას პასუხი უნდა მოსთხოვოს.

ამიტომ მე ხვალ 8 საათზე ვიქნები პარლამენტის წინ და იმედი მაქვს, რომ თქვენც გამოხვალ, დადგებით ჩვენს გვერდით... არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს სტატუსს. ეს თითოეული ჩვენგანს ეხება, თითოეული ჩვენგანის მომავალს ანადგურებს ქართული ოცნება. მათ პასუხი უნდა მოვთხოვოთ.

 

განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა, საერთო სახალხო მოძრაობის ბრიფინგზე. 

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.



ასევე ნახეთ
close დახურვა