დიდი მადლობა ევროპულ საბჭოს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი საქმეა გასაკეთებელი, საქართველო ახლა უფრო ახლოსაა საკუთარ ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან ვიდრე ოდესმე.
ვულოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ გარდამტეხ მოვლენას!
ტვიტერზე წერს თბილისის მერი, კახა კალაძე ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.