logo
ENG


კალაძე: კარგი იქნებოდა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, მაგრამ არაუშავს
კახა კალაძე
24 ივნ, 2022 17:39
კალაძე: კარგი იქნებოდა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, მაგრამ არაუშავს
  • 864ნახვები

რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, მაგრამ არაუშავს. არის კონკრეტული მიმართულებები, რომლებსაც სჭირდება განხორციელება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ ამაზე პასუხისმგებლობას და ყველაფერი რაც არის გასაკეთებელი იქნება შესრულებული, იმისათვის, რომ ქვეყანამ სწრაფად მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

პასუხისმგებლობის აღება გამოიხატება იმაში, რაც ხელისუფლებამ დღემდე გააკეთა. ის, რომ დღეს ასოცირებული წევრი ქვეყანა ვართ, ის რომ დღეს უვიზოდ შესაძლებელია ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში გადაადგილება, ის, რომ ჩვენ თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროპასთან. ეს ყველაფერი გააკეთა ქართულმა ოცნებამ- დემოკრატიულმა საქართველომ საზოგადოებასთან ერთად და ასევე შეასრულებს ყველაფერ იმ მოთხოვნებსა და დათქმებს, რომლებიც არის წარმოდგენილი.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა