logo
ENG


კობახიძე: თუ ოპოზიცია გვერდზე გადადებს წალეკვის კამპანიას, ყველაფერი შესაძლებელი იქნება
  • 1055ნახვები

არ ვიცი ოპოზიციის პასუხზე შეიძლება თუ არა გვქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, აქ კონკრეტული ფორმატებია შეთავაზებული, კონკრეტული ვადებით და, რა თქმა უნდა, ამ ფორმატების და ვადების შესაბამისად ყველა უნდა იყოს ჩართული იმ პროცესში, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. რაც შეეხება ადამიანებს, ვინც აპროტესტებენ, იმ კამპანიას, რომელიც უკავშირდება ქვეყნის წალეკვას - ეს არის ხალხის პოზიცია. ერთი მხარე აანონსებს ქვეყნის წალეკვას, არის საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელსაც ეს არ სურს. ეს არის, რა თქმა უნდა, ოპოზიციის პასუხისმგებლობა. როცა ისინი საუბრობენ ქვეყნის წალეკვაზე, რა თქმა უნდა, რეაქციაც არის ხოლმე საზოგადოებისგან.

ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ხელში. ისინი თუ გვერდზე გადადებენ წალეკვის კამპანიას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება შესაძლებელი. მათ გვერდზე უნდა გადადონ წალეკვის კამპანია და უნდა ჩაერთონ იმ ფორმატებში, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ კონსტრუქციული როლი შეასრულონ ამ პროცესში, მაგრამ თუ მათ არ სურთ ევროპა, მაშინ რა თქმა უნდა, დარჩებიან წალეკვის დღის წესრიგში.

განაცხადა ქართული ოცნების თავმდჯომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო 12 პუნქტის შესრულების გეგმაზე ისაუბრა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა