logo
ENG


ზურაბიშვილი: კობახიძის თუ ოპოზიციის გეგმას კანდიდატის მიღებისთვის გეგმასთან საერთო არ აქვს
  • 1688ნახვები

ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე: ყველამ, პოზიციამ თუ ოპოზიციამ, აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა (რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო)…

თუმცა გამოცხადებულ გეგმებს - კობახიძისეულს ("თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე" ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა) თუ რადიკალურ ოპოზიციის არახალი "გადადექი და მე გადმოვდგები" გეგმა - არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან.

ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი… ჩვენ ყველანი კი - ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია - ვალდებული ვართ, საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით! და გამოჩნდება ვის რა უნდა: ევროპა თუ ძალაუფლება!

წერს Facebook-ზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.



ასევე ნახეთ
close დახურვა