logo
ENG


ზელენსკი: მინდა მივულოცო პრეზიდენტ ბაიდენს და ხალხს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე
  • 838ნახვები

 4 ივლისი - ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი დღესასწაული, დამოუკიდებლობის დღე. მინდა მივულოცო პრეზიდენტ ბაიდენს, ამერიკელ ხალხს და ყველა ჩვენს მეგობარს შეერთებულ შტატებში.

ვციტირებ: "ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ჭეშმარიტებები თავისთავად ცხადია, რომ ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორად, რომ ისინი დაჯილდოებულნი არიან თავიანთი შემოქმედის მიერ გარკვეული განუყოფელი უფლებებით, მათ შორისაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა - ამ უფლებების დასაცავად, მთავრობები იქმნება, რომლებიც იღებენ თავიანთ სამართლიან უფლებამოსილებებს მართულთა თანხმობისგან." - ნათქვამია შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციაში. დამეთანხმებით, რომ უკრაინელებმა თავიანთ ისტორიაში, არაერთხელ აჩვენეს, რომ ჩვენც გვაქვს მსგავსი პრინციპები. საკმარისია შევხედოთ უკრაინულ მეიდანს და ჩვენს გამძლეობას თავისუფლების დაცვაში.

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვაში ამერიკის პრეზიდენტსა და ხალხს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა