logo
ENG


ბოკერია: ბრძოლა, რომელსაც აგვისტოს ომში მებრძოლებმა თავი შესწირეს, დღეს უკრაინაში გრძელდება
გიგა ბოკერია
07 აგვ, 2022 13:17
ბოკერია: ბრძოლა, რომელსაც აგვისტოს ომში მებრძოლებმა თავი შესწირეს, დღეს უკრაინაში გრძელდება
  • 273ნახვები

ამ ადამიანებმა თავი შესწირეს იმას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება. ეს ბრძოლა, რასაც ამ ხალხმა თავი შესწირა არ დამთავრებულა, გრძელდება. ის რაც უკრაინაში დღეს ხდება არის იმავე ბრძოლის გაგრძელება და ჩვენი ვალია, ამ მსხვერპლს აზრი არ დაეკარგოს და არავის მივცეთ შესაძლებლობა ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით, რომ ჩვენი თავისუფლება საკუთარ ინტერესებს შესწიროს.

 

განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. მან ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგო. 



ასევე ნახეთ
close დახურვა