logo
ENG


პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეიცვალონ
  • 409ნახვები

პირადად მე და ასევე პრეზიდენტ ზელენსკის და დავით არახამიას კარგად გვესმის, რომ ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას. ამ ერს კარგად ესმის უკრაინაში მიმდინარე ომის არსი. ეს ხალხი თავისუფლების და დემოკრატიის ღირებულებებს იზიარებს და რუსული მოძველებული ტექნოლოგიების კატეგორიული წინააღმდეგია.

ყველამ იცის, რაც უკრაინაში ხდება. მაშინ, როცა უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ, ვერავინ შეძლებს ჩვენს გაკიცხვას და ვერავინ იტყვის, რომ რაღაც არ გვესმის. საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ - ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება. სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. სასურველი იქნება, რომ ეს ადამიანები თავიანთ რეპუტაციასა და მომავალზე დაფიქრდნენ და არ აღმოჩნდნენ საერთაშორისო საზოგადოებისგან გარიყულები. 

თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა მთავარ არხთან ინტერვიუში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა