logo
ENG


მელია ოცნებიდან წასულების წერილზე: ივანიშვილი კიდევ უფრო აღრმავებს აშშ-სთან დაპირისპირებას
ნიკა მელია
11 აგვ, 2022 21:30
მელია ოცნებიდან წასულების წერილზე: ივანიშვილი კიდევ უფრო აღრმავებს აშშ-სთან დაპირისპირებას
  • 465ნახვები

დღეს რუსულმა ოცნებამ განცხადება გამოაქვეყნა და რუსი ოლიგარქის მიზნები გაახმოვანა. ეს წერილი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის შეუნიღბავ, ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღიად ღალატის მანიფესტს. რუსული ოცნება და პირადად ივანიშვილი კიდევ უფრო აღრმავებს ღია დაპირისპირებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რუსული ოცნება ღიად და ცილისმწამებლურად ადანაშაულებს აშშ-ს სახელმწიფო გადატრიალებასა და საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში. მათი აბსურდული მტკიცებით, სამი წლის წინ დაწყებულა მზადება საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის.

უსამშობლო რუსი ოლიგარქი და მისი პარტია რუსული ოცნება ამ ბოდვით ცდილობს ორი კურდღლის დაჭერას. ერთი მხრივ საკუთარ რადიკალურ ელექტორატში თავს იწონებს, თურმე როგორ ებრძოდა აშშ ბიძინა ივანიშვილს და ძვრას ვერ უყო. ამით ცდილობენ საკუთარი უძლეველობის მითის განმტკიცებას საზოგადოებაში. მეორე მხრივ კი სტრატეგიულ პარტნიორთან შედიან დაპირისპირების ისეთ სპირალში, რაც მათი ღრმა რწმენით ჩვენს მეგობრებს ხელს ააღებინებს საქართველოს მხარდაჭერაზე და გადავიქცევით რუსეთის ჩამორჩენილ გუბერნიად.

რუსულ ოცნებას ავიწყდება ერთი რამ: აშშ კარგად მიჯნავს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას და მის ხალხს და ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მყოფ პარტიასა თუ ცალკეულ პიროვნებებს. ერთადერთი ივანიშვილი ამით პუტინის რეჟიმს უმტკიცებს ერთგულებას.

ყოველი თავდასხმა აშშ-ზე რეალურად არის რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს კარგად ესმით ივანიშვილის ცუდი ზნის შესახებ.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ოცნებიდან ფორმალურად წასული ოთხი დეპუტატის წერილს გამოეხმაურა.

წერილში დეპუტატები აშშ-ს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა