logo
ENG


კროსი: საქართველოს მთავრობას გასდის ის, რაც არ უნდა გასდიოდეს
ერიკ კროსი
12 აგვ, 2022 13:35
კროსი: საქართველოს მთავრობას გასდის ის, რაც არ უნდა გასდიოდეს
  • 913ნახვები

დემოკრატიული გზიდან გადახვევის ნიშნები აშკარაა - ვხედავთ, რომ მთავრობა არ სცემს პატივს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებას - ოპოზიციას ციხეში სვამს, მედიას ხურავს. პოლარიზებულია, რუსეთს ეკეკლუცება. უამრავი ნიშანია, რაც უნდა გვაშფოთებდეს. მაგრამ მაინც გავიძახით: მაგრამ ისინი ხომ ჩვენი მეგობრები არიან! ისინი კაი ტიპები არიან! ვფიქრობ, საკმარისად კრიტიკულები არ ვართ ამ ეტაპზე. გვგონია, რომ საქართველოს დაბრუნების დრო ისევ გვაქვს. მაგრამ თუ საქართველოს მთავრობას ეს გაუვა, ისინი იტყვიან: ევროპული ღირებულებები არ გვინდა, ისინი ჩვენ არ შეგვეფერება, აი, ფული კი გვინდა, ფული მოგვეცით. და ჩვენ ვიტყვით - ოკ, კარგი, კარგი. პარიზისა და ბერლინის პოზიცია კიდევ გასაგები იყო - უნდოდათ მოსკოვთან ვაჭრობით ხელი მოეთბოთ. ჩვენს შემთხვევაში, ჩვენ გვინდა საქართველო ნატოში იყოს, ჩვენთან იყოს და ამიტომ საქართველოს მთავრობას გასდის ის, რაც არ უნდა გასდიოდეს.

ამბობს ესტონეთის პარლამენტის წევრი, დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, 2008 წელს საქართველოს მთავრობის მრჩეველი ერიკ კროსი, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა