logo
ENG


ზელენსკი: უკრაინული დროშა უკვე ლიმანშია, 1 კვირაში დონბასში უფრო მეტი ჩვენი დროშა იქნება
  • 686ნახვები

სრულდება კიდევ ერთი კვირა ჩვენი ბრძოლისა დამოუკიდებლობისთვის. მტერს სურდა ეს კვირა ჩვენთვის განსაკუთრებით უფრო მძიმე გაეხადა, თუმცა მხოლოდ საკუთარი გაირთულა. საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს ათობით განცხადება, რომლებიც მკაფიოდ მხარს უჭერენ უკრაინას და საერთაშორისო სამართალს, და გმობენ რუსეთის მორიგ აგრესიულ ნაბიჯს. ამ ერთი კვირის განმავლობაში დონბასში უფრო მეტი უკრაინული დროშა აღიმართა. კიდევ ერთ კვირაში უფრო მეტი იქნება. რა არის ეს ყალბი რეფერენდუმი?... უკრაინული დროშა უკვე ლიმანშია, დონეცკის რეგიონში. იქ ჯერ კიდევ სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს. მაგრამ მანდ არანაირი ფსევდო რეფერენდუმის კვალიც კი აღარ არის. უკრაინისთვის ეს ლოგიკურია. ხოლო მტრისთვის ასეთი "გაუგებრობები" იქნება სულ უფრო მეტი და მეტი

 

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა