logo
ENG


დემნა: გამოწვევაა, გააგრძელო სვლა იმისკენ, ვინც რეალურად ხარ
დემნა
02 ოქტ, 2022 18:52
დემნა: გამოწვევაა, გააგრძელო სვლა იმისკენ, ვინც რეალურად ხარ
  • 784ნახვები

მე მძულს ჩარჩოები, იარლიყები და ვერ ვიტან, როცა იარლიყებს მაკრავენ და ჩარჩოებში მაქცევენ. საზოგადოებას, ინტერნეტს და მსოფლიოს ზოგადად უყვარს ამის კეთება იმიტომ, რომ თავს ასე უსაფრთხოდ გრძნობენ.

ადამიანს უნდა გააჩნდეს გამბედაობა და სიმტკიცე იმისთვის, რომ მიიღოს საკუთარი იდენტობა და იყოს ის, ვინც არის. ყოველი დღე იქცევა ბრძოლის ველად საკუთარი იდენტობის დასაცავად და რაც უფრო მეტად ცდილობ, იყო შენი თავი, უფრო მეტად "გხვდება სახეში". მაგრამ როგორი დიდებულია, ვიყოთ ერთმანეთისგან განსხვავებულები.

გამოწვევაა, დარტყმების შემდეგ გააგრძელო სვლა იმისკენ, ვინც რეალურად ხარ. მოდას ყველაფერზე მეტად ჩარჩოები და იარლიყები უყვარს. მდიდრული, არამდიდრული, ქუჩის მოდა, მაღალი მოდა, კარგი, ცუდი, პოპულარული, ხმაურიანი - ყველაფერი ერთი და იგივეა, ვის ადარდებს. მდიდრული მოდის ჩადება გაპრიალებულ, ექსკლუზიურ და ვიზუალურად ძვირადღირებულ ყუთში შეზღუდული და საკმაოდ ძველმოდურია.

მოდაში ინდივიდუალიზმი ჩამოქვეითებულია ფსევდოტენდენციებამდე, რომელიც ნაკარნახევია იმ მომენტისთვის ზოგიერთი ცნობილი ადამიანის მიერ "სთორიში" გაზიარებული პოსტებით.

გადავწყვიტე, აღარ ავხსნა ჩემი კოლექციები და დიზაინები სიტყვიერად, არამედ გამოვხატო გონების მდგომარეობა. მოდა არის ვიზუალური ხელოვნება და მისი სხვისი თვალით დანახვაა საჭირო. საუკეთესო შემთხვევაში მოდას არ უნდა სჭირდებოდეს "სთორი" იმისთვის, რომ ვინმეზე გაიყიდოს. შენ ის ან მოგწონს, ან არა. ამ შოუს სცენა სიმართლის ძიების მეტაფორაა. მოდით, ყველას მივცეთ საშუალება, იყვნენ ისინი, ვინც არიან და დავკავდეთ სიყვარულით და არა ომით.

წერს BALENCIAGA-ს კრეატიული დირექტორი დემნა. პარიზში BALENCIAGA-მ მოდის კვირეულის ფარგლებში 2023 წლის ზაფხულის კოლექციის ჩვენება გამართა.



ასევე ნახეთ
close დახურვა