logo
ENG


კობახიძე ოცნებიდან "წასულებზე": რასაც საუბრობენ ეს იმ ინფორმაციის 50%-იც არაა, რასაც ფლობენ
  • 453ნახვები

ზოგადად უამრავი ინფორმაციაა, რაც საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს საინტერესო, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე საუბარს, გამომდინარე იქიდან, რომ ვუფრთხილდები გარკვეულ ურთიერთობებს, გარკვეულ მოცემულობას, გარკვეულ ინტერესებს რაც შეიძლება ჰქონდეს არა მარტო ჩვენს ქვეყანას არამედ ჩვენს პარტნიორებსაც. ამას ვუფრთხილდებით, შესაბამისად გარკვეული ინფორმაცია გარეთ არ გამოგვაქვს.

მე არ ვიცი ისინი ["გამიჯნული დეპუტატები"] რას გამოიტანენ და რას არა. მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ რაზეც ისინი საუბრობენ ეს არ არის მათ განკარგულებაში არსებული ინფორმაციის არათუ 100%, 50%-იც კი. მათ ბევრად მეტი იციან და რას იტყვიან რას არა ეს მე არ ვიცი. 

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე: რის გამოტანას აპირებს ქართული ოცნება კულისებიდან თუ მაგალითად დასავლეთიდან კრიტიკა არ შეწყდება და შეიძლება თუ არა ეს ინფორმაცია ოცნებისგან "გამიჯნულმა დეპუტატებმა" გაასაჯაროონ.



ასევე ნახეთ
close დახურვა