logo
ENG


ზელენსკი: კრემლი უსაფრთხოების გარანტიებს ჩვენგან ითხოვს, ეს აჩვენებს რუსეთის მარცხს
  • 398ნახვები

ალბათ მოისმინეთ, რომ კრემლი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს უკრაინისგან. ღირს წამით გაჩერება და დაფიქრება, რას ამბობენ. 252 დღის წინ რუსეთმა მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები შეერთებული შტატებისგან, ე.წ სპეცოპერაციის დაწყებიდან 8 თვის შემდეგ, კრემლი ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისგან, ნამდვილად დიდი ცვლილებაა. ეს აჩვენებს რუსეთის აგრესიის მარცხსაც და ჩვენ სიძლიერეს

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ უკრაინასთან დადებულ შეთანხმებას გუშინ, 2 ნოემბერს დაუბრუნდა. გადაწყვეტილების მიღებამდე, კრემლში ამბობენ, რომ უკრაინისგან წერილობითი გარანტიები მიიღებს, რომ "მარცვლეულის დერეფანს" საბრძოლო მოქმედებებისთვის არ გამოიყენებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა