logo
ENG


ზელენსკი: დონეცკის რეგიონში ახლა ჯოჯოხეთია, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს
  • 692ნახვები

მადლობის სიტყვები, რომლებიც ახლა ესმით ჩვენ დამცველებს ხერსონის რეგიონში, მადლიერების სიტყვებია ყველას მიმართ. ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის, ვინც მუშაობს ჩვენი გამარჯვებისთვის...

და განსაკუთრებით ეს არის მადლიერების სიტყვები მათ მიმართ, ვინც უძლებს რუსეთის თავდასხმებს დონეცკის რეგიონში - იქ უბრალოდ ჯოჯოხეთია. ყოველდღიურად მიმდინარეობს უკიდურესად სასტიკი ბრძოლები. მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფები იცავენ თავს, უძლებენ ოკუპანტების საშინელ ზეწოლას და ინარჩუნებენ ჩვენს თავდაცვის ხაზებს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იქ, დონეცკის ოლქში მყარი თავდაცვის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია შეტევითი ოპერაციების განხორციელება სხვა მიმართულებით. მადლობას ვუხდი ყველა ჯარისკაცს, რომელიც იცავს უკრაინას ამ განსაკუთრებით მძიმე ბრძოლებში. პავლოვკა, მარინკა, პერვომაისკოე, ავდეევკა.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა