logo
ENG


ღარიბაშვილი: 2012 წლიდან ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე ჩვენი პარტიის დამსახურებაა
  • 404ნახვები

2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე არის ჩვენი სწორედ ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურება. იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი ჩვენ ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანეთ და ეს არ იყო შემთხვევითი, ამას წინ უძღოდა ძალიან დიდი შრომა და ძალიან ბევრი სამუშაო, რომელიც ჩვენმა გუნდმა გასწია ბოლო 10 წლის განმავლობაში.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა