logo
ENG


ღარიბაშვილი ოპოზიციას: ყოველგვარი ემოციების გარეშე ვაცხადებ, არ ვაპირებ სათითაოდ გიპასუხოთ
  • 535ნახვები

ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. აქვე არ შემიძლია არ ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი არაერთი მცდელობისა, რომ რამენაირად შეგვეცვალა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ეს ანტისახელმწიფოებრივი, მტრული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენ კარგად ვიცით,  ეს არის უტოპია და ყველა ჩვენი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ, ამიტომ, რა თქმა უნდა, მე ყოველგვარი ემოციების გარეშე და ენერგიის დახარჯვის გარეშე, ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ თქვენ გიპასუხოთ სათითაოდ, იმიტომ, რომ თქვენს დემაგოგიას და თქვენს სიცრუეს, თქვენს ცილისწამებასა და ფარისევლობას ჩვენ ვუპირისპირებთ სიმართლეს. 

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლის დროს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა