logo
ENG


ღარიბაშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე: ამ ომის გამჩერებელი არავინ არ არის
  • 818ნახვები

ასეთი გამოწვევა არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ცივი ომის დასრულების შემდეგ. თქვენ აკვირდებით, ადევნებთ თვალ-ყურს, მსოფლიო დგას ბირთვული ომის საშიშროების წინაშეც კი. დაბრუნდა ბირთვული ომის რიტორიკა, რაც ყოვლად დაუშვებელია და ჩვენ ეს კარგად უნდა გვესმოდეს, რამხელა საფრთხეები და რისკები ახლავს ამ ყველაფერს. უკრაინის ტერიტორიის 20% დღეს პოლიგონად არის გადაქცეული, კარგად ვხედავთ რაც ხდება. ამ ომის გამჩერებელი არავინ არ არის, ასეთ ვითარებაში უპასუხისმგებლო ქმედება არის ღალატის ტოლფასი, ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან.

 

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა