logo
ENG


ზელენსკი: ველოდებით მსოფლიოს მტკიცე რეაქციას რუსეთის ტერორისტულ ქმედებებზე
  • 378ნახვები

ველოდებით მსოფლიოს ძალიან მტკიცე რეაქციას რუსეთის დღევანდელ ტერორისტულ ქმედებებზე. რეაქციას ჩვენი პარტნიორებისგან და მეგობრებისგან და არა უბრალოდ დამკვირვებლებისგან. ყველასგან, ვინც ნამდვილად აღიარებს გაეროს წესდებას. მხოლოდ დღეს, 70 რაკეტა გვესროლეს. ეს არის ტერორის რუსული ფორმა. მსოფლიოში ყველამ უნდა იცოდეს, რისი მიღწევა სურს რუსეთს ასეთი დარტყმებით. ენერგეტიკული ტერორი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასია. როდესაც ტემპერატურა ნულის ქვემოთაა და რუსული რაკეტების დარტყმების შედეგად ათობით მილიონი ადამიანი რჩება ელექტროენერგიის, სითბოსა და წყლის გარეშე, ეს აშკარა დანაშაულია კაცობრიობის წინაშე

 

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საგანგებო სხდომაზე, რომელიც მისივე მოწვევით ჩატარდა.

ოკუპანტებმა 23 ნოემბერს უკრაინის საცხოვრებელი სექტორი, ასევე კრიტიკული ობიექტები დაბომბეს, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა.



ასევე ნახეთ
close დახურვა