logo
ENG


სუნაკი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში
რიში სუნაკი
24 ნოე, 2022 16:42
სუნაკი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში
  • 165ნახვები

ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა. მინდა გარწმუნოთ, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, რათა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გაითხოვოს და საქართველოს ხსენებულ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაუბრკოლებელი წვდომა უზრუნველყოს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მილოცვის საპასუხოდ წერილი გაუგზავნა. ტექსტს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს



ასევე ნახეთ
close დახურვა