logo
ENG


ზელენსკი: [ჰოლოდომორის დროს] ჩვენი განადგურება შიმშილით უნდოდათ, ახლა სიბნელით და სიცივით
  • 558ნახვები

უკრაინელებმა ძალიან საშინელი რამ გამოიარეს. და ყველაფრის მიუხედავად, მათ შეინარჩუნეს უნარი არ იყონ მორჩილებაში და შეინარჩუნეს თავისუფლების სიყვარული. ოდესღაც შიმშილით უნდოდათ ჩვენი განადგურება, ახლა სიბნელით და სიცივით. ჩვენ ვერ გაგვტეხენ. ჩვენი ცეცხლი არ ჩაქრება. ჩვენ კვლავ დავამარცხებთ სიკვდილს

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ჰოლოდომორი - მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა (ზოგიერთი მონაცემებით 10 მილიონამდე). შიმშილობა გამოწვეული იყო საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით კოლექტიურ მეურნეობებში გააწევრიანა.



ასევე ნახეთ
close დახურვა