logo
ENG


თალაკვაძე: ჩვენი ოპონენტები ბოდიშის მოხდასაც კი გვთხოვენ ეკონომიკური ზრდის გამო
  • 314ნახვები

ამ დღეების განმავლობაში ჩვენ მუდმივად გვესმის საუბარი ოპოზიციის მხრიდან და მცდელობა იმის, რომ როგორმე გადაფარონ ის პოზიტიური ძვრები, რაც არის საქართველოს ეკონომიკაში. ეკონომიკური ზრდა, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის ხელმძღვანელობით, ჩვენი სახელისუფლებო გუნდით და ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით იქნა მიღწეული ბოლო ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პოსტპანდემიური აღდგენის პერიოდი დავიწყეთ და გავატარეთ სათანადო პოლიტიკა ამ მიმართულებით, იქამდე მივიდა საქმე, რომ ჩვენი ოპონენტები ბოდიშის მოხდასაც კი გვთხოვენ ეკონომიკური ზრდის გამო. ყოველი ახალი მონაცემი, რომელიც ქვეყნდება ეკონომიკურ ზრდაზე, აბრაზებს ამ დესტრუქციულ და რადიკალურ ოპოზიციას, შესაბამისად, ისინი გამოდიან უკვე ქვეყნისა და ქვეყნის ეკონომიკის წინააღმდეგ კრიტიკული განცხადებებით.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა