logo
ENG


მდინარაძე: შეიძლება, დააყენონ საკითხი, ავკრძალოთ ტოლსტოის "ომი და მშვიდობა" - უტოპიაში არიან
  • 478ნახვები

როგორ ლოგიკასა და ისტერიაში არიან იცით? ვიღაც რომ იყოს ვთქვათ ბოროტების სისტემის წარმომადგენელი, სიკეთეს თუ დააწერ ნებისმიერ რაღაცას გინდა სლოგანად მოიტანო გინდა შენობას რომ დააწერო "სიკეთე" ამის წინააღმდეგ გაილაშქრებენ. თუ მაგალითად უნდათ ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრება, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ჯვარი გააღიზიანებთ. ნუ რა ვიცი, ამ ლოგიკით შეიძლება დააყენონ საკითხი, ავკრძალოთ ნაწარმოები "ომი და მშვიდობა" იმიტომ, რომ სიტყვაა "მშვიდობა", თან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი იყოო იტყვიან ტოლსტოიო და თან მშვიდობაა სიტყვა ნახსენებიო... ასეთ სიგიჟეში არიან წასულები, ასეთ უტოპიაში არიან წასულები და ამას სერიოზულად ლაპარაკობენ. ეს წარწერა უნდა მოვხსნათ, საერთოდ მოვაშოროთო. ხალხს, რომელსაც აღიზიანებს წარწერა „მშვიდობა“ მე მგონია, რომ სერიოზული შეფასებაც კი არ სჭირდება, ამიტომ ვხუმრობთ კიდევაც, მაგრამ მთლად სახუმარო ამბავი არ არის. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვისაც სიტყვა მშვიდობაც კი აღიზიანებთ და შემდეგ სწყინთ ომის პარტიის წარმომადგენლებს რომ ვეძახით

 

განაცხადა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თბილისის საახალწლო სლოგანთან დაკავშირებით. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა