logo
ENG


კალიურანდი: EU-ს დეოლიგარქიზაციიის კანონი არ მოუთხოვია, აქ კორუფციასთან ბრძოლა იგულისხმება
  • 277ნახვები

ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რას ვგულისხმობთ დეოლიგარქიზაციაში. ეს მცდელობაა ფული და პოლიტიკა ერთმანეთისგან განვაცალკეოთ და როცა საქმე ეხება დეოლიგარქიზაციას, ვფიქრობ აქ კორუფციასთან ბრძოლა იგულისხმება და შესაბამისად, გაძლიერება ან გაუმჯობესება ნებისმიერი ტიპის კანონმდებლობის, რომელიც კორუფციის გაქრობაში დაეხმარება. როცა საქმე ეხება ამ კონკრეტულ კანონს, რომელზეც ვსაუბრობთ, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეს კანონი ქვეყნის მეტად პოლარიზებას უწყობს ხელს. ვიტყოდი, რომ დიახ, ეს მეტად ხელს უწყობს პოლარიზაციას, მაგრამ ეს ევროკავშირის მხრიდან არასდროს ყოფილა მოთხოვნა, რომ გქონდეთ სპეციფიკური კანონი დეოლიგარქიზაციაზე იმიტომ, რომ ეს წინააღმდეგობრივი საკითხია. და როგორც ვიცით უკრაინის გამოცდილებიდან ოლიგარქის განმარტება საფრთხილოა. ვფიქრობ, თუ ყველა სხვა კანონმდებლობა, რომელიც მაგალითად ებრძვის კორუფციას თუ განახლდება, იქნება რეფორმები, გაუმჯობესებული, შესაბამისად, დეოლიგარქიზაციისთვის სპეციფიკური კანონის საჭიროება არ იქნება.

განაცხადა საქართველოში ესტონეთის ელჩმა რიინა კალიურანდმა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა