logo
ENG


ხაბეიშვილი: დავიტოვოთ იმედი, რომ მოსამართლე არ მოაწერს სააკაშვილის სიკვდილს ხელს
  • 459ნახვები

როგორ უნდა მქონდეს იმ ადამიანების იმედი, ვინც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს? და რუსეთ-უკრაინის ომში, ფაქტობრივად, რუსეთს უჭერენ მხარს და მე მქონდეს იმედი, რომ პუტინის პირად ტყვეს გაათავისუფლებენ? იქნებ კიდევ დავიტოვოთ იმედი იმისა, რომ აღმოჩნდეს მოსამართლე ისეთი, რომ არ მოაწერს პრეზიდენტ სააკაშვილის ხელს სიკვდილს. ჩვენ გვინახავს ასეთი გადაწყვეტილებები. გმირობის ტოლფასი იქნება, თუ სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს. იმ დონემდე ვართ მისული, რომ სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე ვამბობთ, რომ იქნება გმირობა და დიახ, იქნება გმირობა, თუ გაითვალისწინებენ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც სასამართლოს აქვს.

თქვა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა. დღეს სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ყოფილ პრეზიდენტს დისტანციურდ ჩართვის უფლებაც არ მისცეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა