logo
ENG


კობახიძე: ოპოზიციას ერთადერთი, მანდატების დატოვებით შეუძლია დეპოლარიზაციაში წვლილის შეტანა
  • 348ნახვები

ერთი რამ შემიძლია გითხრათ, თუ ნაცმოძრაობა, რადიკალური ოპოზიცია დატოვებს მანდატებს, ეს იქნება ძალიან კარგი. ეს შეამცირებს არა მარტო პარლამენტში რადიკალიზმის და შესაბამისად, ე.წ პოლარიზაციის ხარისხს, არამედ მთლიანად აისახება დადებითად ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე. პრინციპში, ევროკავშირის მოწოდება იყო დეპოლარიზაცია, ამას ნაცმოძრაობა არ ასრულებდა, ერთადერთი, რითაც შეიძლება ახლა შეიტანონ დადებითი წვლილი დეპოლარიზაციაში, არის სწორად მანდატების დატოვება. ამას თუ გააკეთებენ, ეს იქნება მათი ერთადერთი წვლილი იმ რეკომენდაციის შესრულებაში, რასაც ჰქვია დეპოლარიზაცია

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში ყოფნის საკითხი იმის მიხედვით უნდა გადაწყვიტონ, გამოუტანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს "სასიკვდილო განაჩენს"



ასევე ნახეთ
close დახურვა