logo
ENG


კობახიძე: ეს ევროპარლამენტარები არ გამოირჩევიან განათლებით, ინტელექტით - არცხვენენ ევროპას
  • 281ნახვები

უმძიმესი სანახავია, ძალიან მძიმე სურათი იყო, რომელიც უბრალოდ არ ეკადრება ასეთ სტრუქტურას, რომელსაც ჰქვია ევროპარლამენტი. აი ის სურათი რაც ვიხილეთ, ის ბრიფინგი, დებატები უბრალოდ არ ეკადრება ევროპას და ევროპულ ფასეულობებს და ღირებულებებს და აი ის სახეებიც. ხშირად არის ხოლმე საქართველოში საუბარი, რაღაც კრიტერიუმები არსებობს, მოთხოვნები პოლიტიკოსების მიმართ, რომ სასურველია ჰქონდეს სპეციალური განათლება საზღვარგარეთ მიღებული და ასე შემდეგ, ამათ რომ გადაავლებ თვალს, იგივე ამ ევროპარლამენტარებს არცერთი არ გამოირჩევა არც განსაკუთრებული განათლებით, ან ბექგრაუნდით, განსაკუთრებული წარსულით ინტელექტით და ასე შემდეგ. ეს ადამიანები უბრალოდ არცხვენენ ევროპას. რაც წარიმართა ევროპარლამენტში ის იყო აბსოლუტურად შეუფერებელი იმასთან რასაც ჰქვია ევროპა.

 

ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმ ევროპარლამენტარებზე, ვინც 13 დეკემბერს პარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე, ოლიგარქ ივანიშვილსა და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ისაუბრეს. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა