logo
ENG


კობახიძე: საქართველომ თავად შეავსო EU-ის კითხვარი, უკრაინა-მოლდოვას სხვებმა შეუვსეს
  • 372ნახვები

საქართველო იყო სხვათა შორის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც თავისით შეავსო კითხვარი, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში სხვებმა შეუვსეს კითხვარი, არ დავაკონკრეტებ ეს ვინ იყო. მოლდოვის შემთხვევაში ეს იყო ერთ-ერთი ქვეყანა, უკრაინის შემთხვევაში გარედან დაახმარეს ადამიანები, საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც თვითონ შეავსო ეს კითხვარი, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტია. პასუხების შინაარსიდან, რომ ნახოთ საქართველოს პასუხები და უკრაინისა და მოლდოვის პასუხები, ძალიან მარტივად ჩანს, რომ საქართველო არის ერთი თავით მაღლა როგორც უკრაინაზე, ასევე მოლდოვაზე.

ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ის ეთერში განაცხადა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა