logo
ENG


ხაბეიშვილი: სააკაშვილს დღეს კოვიდი დაუდასტურდა, მელია თანამდებობებს ინაწილებს
  • 339ნახვები

ჩვენს შორის განსხვავებები სწორედ მიდგომებსა და დამოკიდებულებებს შორისაა. დღეს კოვიდი დაუდასტურდა პრეზიდენტ სააკაშვილს, არის უმძიმეს მდგომარეობაში, ეს ადამიანი [ნიკა მელია] ამბობდა, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდებოდა და დღეს აგერ თანამდებობის ინაწილებს, ნახევარი საათი არ გასულა, რაც მძიმე მდგომარეობა გამოაცხადეს პრეზიდენტ სააკაშვილზე და ეს არის ჩემსა და მის დამოკიდებულებებს შორის სხვაობა. მართლა, გულწრფელად გეუბნებით, როცა გავიგე, რომ 9 საათზე ნიკა ბრიფინგს ატარებდა, ვიფიქრე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იტყოდა რამეს, იტყოდა, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რა უნდა გავაკეთოთ, ამასობაში შემოგვთავაზა გაურკვეველი თანამდებობების გადანაწილება, რომელიც ჯერ ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

ის ნიკა მელიას ბრიფინგს გამოეხმაურა, რომელზეც დღეს მელიამ თქვა, რომ მისი "გამარჯვების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის თანამდებობაზე გიორგი კირთაძე დაინიშნება".



ასევე ნახეთ
close დახურვა