logo
ENG


ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ კომისია EU-სკენ საქართველოს ნაბიჯებს დადებითად აფასებს
  • 274ნახვები
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს.
 
მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველოს საკანონმდებლო ბაზის მზაობას აფასებს, საქართველოს მიღწევები საშუალოდ მომზადებულად ან მომზადების გარკვეული დონის მქონედ არის შეფასებული.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა