logo
ENG


ხაბეიშვილი: გეგმა უკავშირდება მოქმედებას, საპროტესტო მოძრაობას და სახალხო პროტესტს
  • 310ნახვები

მოსამართლეს მოუწევს ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება - ის აცხადებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც ცხადია, ყველა მტკიცებულება არსებობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნას გადაყვანილი ქვეყანაში, სადაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ შეექმნება საფრთხე. იცით, რომ მზად არის პოლონეთის ხელისუფლება, თავად უზრუნველყოს პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ტრანსპორტირება, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე აიღოს პასუხისმგებლობა.

მეორე გადაწყვეტილებაა, რომ მიიღოს პოლიტიკურად ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომელიც ცხადია, იქნება კრემლიდან ბიძინა ივანიშვილის გავლით. გეგმა უკავშირდება მოქმედებას, საპროტესტო მოძრაობას და სახალხო პროტესტს. ცხადია, საზოგადოებას ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ექნება.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საქალაქო სასამართლოსთან. დღეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა იმართება.



ასევე ნახეთ
close დახურვა