logo
ENG


მდინარაძე: კომისიის შექმნის მცდელობა საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ საბოტაჟია
  • 517ნახვები

მაშინ, როდესაც საქართველო იბრძვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, მაშინ, როდესაც საქართველომ ერთხელ უკვე უსამართლოდ - ოღონდ ეს დამტკიცდა ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმებით - უსამართლოდ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ეს ხალხი და მათი პატრონები ქვეყნის გარედან კიდევ ცდილობენ, რომ ვერ მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, კომისიის შექმნის მცდელობა არის კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო მოქმედება, იმიტომ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ სასამართლოს თემა ისე წამოწიონ, თითქოს იქ რაღაც უბედურება ხდება, რაც სინამდვილეში ასე არ არის.

მაშინ, როდესაც ყველა რეკომენდაცია, პრაქტიკულად, შესრულებულია და რამდენიმე მარტივი საკითხია დარჩენილი და ერთ-ორი რთული, აი, ამ ფონზე, კომისიის შექმნის მცდელობა არის საქართველოს წინააღმდეგ და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ საბოტაჟი.

განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს. ქართულმა ოცნებამ საგამოძიები კომისიის შექმნის საკითხი მიმდინარე კვირის დღის წესრიგში არ შეიტანა.



ასევე ნახეთ
close დახურვა