logo
ENG

სულ მოიძებნა 115 შედეგი
search
გირჩი - მეტი თავისუფლება
2021/11/17/thumb_a9up7d5ywv0zh56.png
ნაციონალური მოძრაობა, ლელო, გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა თბილისში პარასკევს, 15:00 საათზე სამი ლოკაციიდან მსვლელობას გამართავს. როგორც ნიკა მელიამ განმარტა, ისინი შეიკრიბებიან მეტროებთან - ავლაბარი, სადგურის მოედანი და უნივერსიტეტი. "პარასკევს 3 საათზე თბილისში 3 განსხვავებული ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია გაიმართება. გელოდებით შემდეგ ადგილებზე: მეტრო ავლაბართან, სადაც შეიკრიბება ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი; მეტრო ვაგზლის მოედანზე: მსვლელობას სათავეში ჩაუდგება პარტია ლელო და მესამე ლოკაცია: მეტრო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლოში, სადაც მსვლელობას სათავეში ჩაუდგება გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა", - თქვა მელიამ. მან მოქალაქეებს მოუწოდა, მსვლელობას შეუერთდნენ. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. სააკაშვილი 48-ე დღეა, შიმშილობს. მისი მდგომარეობა დამძიმებულია.
17 ნოე 202112:07
შედეგის გაფილტრვა
გასუფთავება
close დახურვა