logo
ENG

სულ მოიძებნა 1462 შედეგი
search
ნატო
uploads/news/დევნილები.jpg
ერთკვირიანი გლოვის შემდეგ სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები აქციას ჯანდაცვის სამინისტროსთან აგრძელებენ. მათი თქმით, ზურაბ ქირიას ტრაგიკულად გარდაცვალების მიუხედავადაც, ხელისუფლებისგან ადეკვატურ შეთავაზებებს ისევ ვერ იღებენ. სანატორიუმის მცხოვრებლები ითხოვენ უსაფრთხო თავშესაფარს და ჯანდაცვის მინისტრთან პირისპირ შეხვედრას.  "ჩამოვიდეს ვინმე ზემოდან და ჩვენი წარმომადგენლები ავლენ. უბრალოდ გვინდა პირდაპირი კომუნიკაცია ჯანდაცვის მინისტრთან", - განაცხადა ლეილა კვარაცხელიამ ფორმულასთან საუბრისას.  სანატორიუმის კიდევ ერთი მცხოვრები ლეილა კარტოზია ყვება, რომ მათი მოთხოვნები ბინებით დაკმაყოფილებაზე უცვლელია და განმარტავს, რატომ არის მათთვის მიუღებელი სახელმწიფოს შეთავაზება.  "ჩვენი კონკრეტული მოთხოვნა რჩება, რომ შეისყიდონ ის ბინები, რასაც ვითხოვდით. თუ ვერ შეისყიდიან, ის თანხა, რაც გვეკუთვნის, დაგვერიცხოს ბარათზე და თავად შევიძენთ. ძალიან ძნელია ჩვენთვის ამ ფართის მოძიება, თვითონ ადვილადაც შეძლებენ. ჩვენთან ბევრი ასაკოვანი და მარტოხელა ცხოვრობს, ესეც გასათვალისწინებელია. ქირის შემოთავაზებაზე ვერ წავალთ. აქ გარანტიას იძლევიან 1 წელს. მაქვს გარანტია, რომ კორპუსია, თუ სახლი, ერთ წელში აშენდება? ჩვენ უკან მოსაბრუნებელი გზა აღარ გვრჩება", - ამბობს ლეილა კარტოზია ფორმულასთან საუბარში.  ხელისუფლება ირწმუნება, რომ სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ, მანამდე კი მათ სააგენტო ქირით გაყვანას სთავაზობს.  დევნილთა სააგენტომ ქართლში მცხოვრებ ოჯახებზე გასცეს დაპირება და მათ განსახლების ორი გზა შესთავაზეს: 1. დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ექვივალენტს ლარში; 2. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. 16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.  დევნილები მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება. 
24 იან 202211:40
2022/01/24/1jndfkxrdst3bk6.png
დევნილთა სააგენტოს თქმით, სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ, მანამდე კი მათ სააგენტო ქირით გაყვანას სთავაზობს. როგორც ცნობილია, დევნილები ქირით გასვლაზე უარს აცხადებენ, რადგან არ აქვთ იმედი, რომ მთავრობა მათ ქირას გადაუხდის და ბინებს მისცემს. სააგენტოს მტკიცებით, შენობიდან დევნილი ოჯახების გამოყვანის და მათი უსაფრთხო გარემოში განსახლების მიზნით ქმედითი ნაბიჯები გადადგეს: დევნილ ოჯახებს სააგენტო ბინის მოძიებაში დახმარებას და ქირით დაუყოვნებლივ გადაყვანას სთავაზობს; ქირასთან დაკავშირებით, სააგენტოს მხრიდან გაცემულია ადმინისტრაციული დაპირება ერთწლიანი ქირის გადახდის შესახებ; სურვილის შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ, ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინებიც წარმოადგინონ და სააგენტო მათ ამ საცხოვრებელ ფართს შეუძენს; მიმდინარე მენაშენეთა კონკურსის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მენაშენეთა ასოციაციასთან, სამშენებლო კომპანიებთან და ამ პროცესის შესახებ, ყოველკვირეული ანგარიშის სახით, წერილობით ეცნობება დევნილ მოსახლეობას; დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლებისა და მათთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით, თბილისის, ზუგდიდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებთან აქტიურად მიმდინარეობს მიწის მოძიებისა და სააგენტისთვის გადმოცემის სამუშაოები. ქუთაისში ახალი კორპუსების ასაშენებლად, ადგილი უკვე შერჩეულია და მშენებლობა მიმდინარე პროექტების ფარგლებში გაგრძელდება. მათივე მტკიეცბით, ქართლში მცხოვრებ ოჯახებზე გასცეს ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზეს: 1. დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ექვივალენტს ლარში; 2. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. 16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.  დევნილები მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება. 
24 იან 202200:16
შედეგის გაფილტრვა
გასუფთავება
close დახურვა