logo

სულ მოიძებნა 228 შედეგი
search
uploads/news/sergikapanadze-26-740x430.jpg
ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ 31 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნების დღეს გამოყენებული იყო ე.წ "კარუსელი".  როგორც კაპანაძე განმარტავს, არჩევნებზე ერთ-ერთი ადამიანი ქართული ოცნებიდან უბანზე, ურნაში ცარიელ კონვერტს აგდებდა, ცარიელი ბიულეტენი კი გარეთ გამოჰქონდა. მოგვიანებით ოცნების შტაბში გარეთ გამოტანილ ოქმებზე 41-ს ხაზავდნენ: ​"ამ არჩევნებზე, როგორც ჩანს, გამოიყენებოდა კონკრეტული ტიპის კარუსელები, რომელსაც მე ვეძახი ბიძინას კარუსელებს: ერთ-ერთი ადამიანი ქართული ოცნებიდან შედის უბანზე, იღებს ბიულეტენს, ცარიელ კონვერტს აგდებს ურნაში და ცარიელი ბიულეტენები გამოაქვს გარეთ. შემდეგ ოცნების შტაბში ხდება ამ ბიულეტენების შემოხაზვა 41-ით, შემდეგი ადამიანი, ვისაც ასევე ან ფული აქვს აღებული, ან მუქარა განხორციელდა შედის იქ, იღებს შემოხაზულ ბიულეტენს, ბრუნდება უკან აგდებს უკვე შემოხაზულ ბიულეტენს კონვერტში და შემდეგ ურნაში და მოაქვს აქეთ ცარიელი ბიულეტენი", - ამბობს კაპანაძე. პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა. ისინი არჩევნების შედეგებს არ სცნობენ და ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა. ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო.  იყო ე.წ კარუსელებიც. მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ გაავრცელა ვიდეო, რომლითაც ჩანს, რომ მარნეულის ერთ-ერთ უბანზე ერთმა ადამიანმა ხმა მინიმუმ 10-ჯერ მისცა.  გამოვლინდა ამომრჩევლის პირდაპირი გზით მოსყიდვის შემთხვევებიც. მედიებმა მოიპოვეს სიები, რომლითაც დასტურდება, რომ ამომრჩევლების ნაწილმა ხმა ფულის სანაცვლოდ მისცა. რამდენიმე მათგანმა ფორმულასთან სატელეფონო საუბარშიც დაადასტურა, რომ მათ 40-50 ლარი გადაუხადეს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
03 ნოე 202012:27
uploads/news/kapanadzesergi.PNG
ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე პროტესტი მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კაპანაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კვირას, 8 ნოემბერს რუსთაველზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართება. "ისეთი მასშტაბის დარღვევები იყო ამ არჩევნებზე, ისეთი ტიპის გაყალბება მოხდა, ისეთი ტიპის ზემოქმედება მოხდა ქართველი ხალხის ნებაზე, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია ამაზე სხვადასხვა ფორმის ფართომასშტაბიანი პროტესტი. ეს პროტესტი გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც. ამას პოლიტიკური ძალებიც არ სჭირდება იმდენი ადამიანია ამაზე თავისით აღშფოთებული. კვირას კი, როგორც ცნობილია, იქნება ძალიან დიდი აქცია",-ამბობს კაპანაძე. პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. 
02 ნოე 202012:06
clyx16k14uzdpd9.jpg
ევროპული საქართველოს ლიდერი სერგი კაპანაძე გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელმა, საოლქო უბანში მომუშავე ევროპული საქართველოს წარმომადგენელს მუცელზე იარაღი დაადო. მისი განცხადებით, ქართული ოცნება სრულ აგონიაშია, ამას კი მათი წარმომადგენლების ქმედებებიც მოწმობს.  "დარღვევები, რომლებიც ვნახეთ საკმაოდ შემაშფოთებელია. ძალადობა და იარაღის დადება, რომელიც გლდანში მოხდა, ჩვენს ქალ წარმომადგენელს საოლქოში, მუცელზე დაადო იარაღი ქართული ოცნების წარმომადგენელმა. ასეთ დონეზე უჭირთ, ეს არის აგონია ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა სერგი კაპანაძემ. ის საზოგადოებას საარჩევნო უბნებზე მისვლისა და ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.  "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილა არჩევნებზე, მივიდნენ და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ. ეს არის გარანტია იმისა, რომ ივანიშვილი პირველ ტურში დამარცხდება და ვერაფერს ცუდს ვეღარ მოახერხებს პირველიდან მეორე ტურამდე. ევროპული საქართველოს დამკვირვებლები არ დაუშვებენ, რომ თქვენს მიერ დაფიქსირებული ხმა დაიკარგოს", - აცხადებს კაპანაძე. ევროპული საქართველოს წევრის განცხადებით, ქართულ ოცნებას გეგმა ჰქონდა, რომ თუ მეორე ტურში გამარჯვება დასჭირდებოდა, ორშაბათიდან ქვეყანაში ე.წ. ლოქდაუნი გამოეცხადებინა. შეგახსენებთ, რომ დღეს გლდანის 79-ე და მე-80 საარჩევნო უბნებთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე დილიდან მობილიზებულები არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები, რომლებიც ოპოზიციის და ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან, პროვოკაციებში კი ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებენ.   გლდანის 79-ე უბანთან თავს დაესხნენ პუბლიკას ჟურნალისტს, ტვ პირველის რეპორტიორმა კი ფიზიკური დაზიანება მიიღო.  შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, გლდანში, 79-ე და 80-ე საარჩევნო უბნებზე მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს. როგორც სირაძემ აღნიშნა, მათი დაკავება ადმინისტრაციულ წესით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით მოხდა.  
31 ოქტ 202017:54
შედეგის გაფილტრვა
გასუფთავება
close დახურვა