logo
ENG

22 სექტემბერი, 2022 | 20:08
აზოვსტალის გმირების გათავისუფლება

მსოფლიო მედია მოიარა კადრებმა, რომელიც აზოვსტალის გმირების გათავისუფლებას ასახავს. უკრაინამ მებრძოლები დაიბრუნა. ყველაზე მასშტაბური ტყვეების გაცვლა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტის შუამავლობით მოხდა. "ჩვენ გავცვალეთ რუსეთის ერთი ფანატი ორას მეომარში", - ასე გამოეხმაურა აზოველების გათავისუფლებას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. გაცვლა წუხელ შედგა, 200-ზე მეტი მებრძოლი, მათ შორის მარიუპოლის ლეგენდარული მცველები უკრაინამ რუსეთს - მედვედჩუკსა და 55 რუს ჯარისკაცში გაუცვალეს. აზოვის მეთაურები ანკარაში ერდოღანის პატრონაჟის ქვეშ ომის დასრულებამდე დარჩებიან, გათავისუფლებული ტყვეების ნაწილი კი უკვე უკრაინის ტერიტორიაზეა.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა