logo
ENG

28 სექტემბერი, 2022 | 20:37
ანგარიშსწორება თუ რეაგირება მრევლის უკმაყოფილების გამო

ზენონ იარაჯულს საპატრიარქოში იბარებენ. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ამჟამად ლონდონში იმყოფება და აცხადებდა, რომ საქართველოში დაბრუნებას არ აპირებდა. მიზეზი სუს-ის კრებსებია, რომლითაც დასტურდება, რომ სასულიერო პირს წლების განმავლობაში უთვალთვალებდნენ. ამ ფონზე საპატრიარქოს მთავარეპისკოპოსის საკითხის გარკვევა სურს - ეკლესიის ადმინისტრაცია მიზეზად მისსავე სამრევლოში გაურკვევლობასა და კონფლიქტებს ასახელებს. წერილს ხელს აწერს პატრიარქი ილია მეორე.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა