აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანთან დანაშაულებრივ გარიგებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ამჯერად საქმე ეხება კლინიკა ლანცეტის დირექტორს ფარმან ჯეირანლის. მუხთარლი ამბობს, რომ ფარმან ჯეირანლი პოლიტიკური პატიმარია.