logo
ENG

27 ნოემბერი, 2021 | 20:54
ბათუმის ბიუჯეტის დამტკიცება და მუქარა ოპოზიციონერ დეპუტატებზე - შაბათის ფორმულა

გადარჩეულმა საკრებულომ, ახლად არჩეულს, პოლიციის დახმარებით გუშინ ბიუჯეტი დაუმტკიცა. პოლიციის ზურგით გუშინ ბათუმის საკრებულოში, წინააღმდეგობის მიუხედავად ყველაფერი ისე მოხდა როგორც მამართველ პარტიას უნდოდა. ოთხი წლის ლეგიტიმაციის საკრებულომ, ანუ ვადა გასულმა, მეხუთე წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბათუმში ოპოზიციისთვის უმრავლესობის წასართმევად, ერთი თვის წინ გადაიბირეს გახარიას პარტია "საქართევლოსთვის " არჩეული წევრი. ათი დღის წინ კი სავარაუდოოდ მათი  მუქარითა და შანტაჟით გულის შეტევით გარდაიცვალა, ბათუმის ახლად არჩეული საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ნუგზარ ფუთკარაძე. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა