logo
ENG

26 მარტი, 2023 | 20:57
გაუხსნელი მკვლელობა - დროება

ვცხოვრობთ ქალაქში სადაც გამოუძიებელი საქმეები იმდენი დაგროვდა, რომ ალბათ წლები დასჭირდება მათ დასრულებას. თუმცა თუ მოქმედი საგამოძიებო სტრუქტურების ეფექტურობას გავითვალისწინებთ ზოგი, შესაძლოა, გამოუძიებელიც დარჩეს, რადგან არსებობს საქმეები, რომლებიც უკვე გაფუჭებულია ხშირად არაპროფესიონალიზმის, ხშირად კი კვალის სპეციალურად არევის გამო. ჯერ უცნობია ამ კატეგორიებში რომელია ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმე. 9 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც წყნეთის გზაზე ბიზნესმენის მანქანას 60 ტყვია ესროლეს - 20 ტყვია უშუალოდ მსხვერპლს მოხვდა. მკვლელობის არაერთი არაოფიციალური ვერსია მოისმინა საზოგადოებამ - გამოძიება ერთ ადგილზე დგას. თუმცა პირველივე დღეს ცხადი გახდა რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო. უფრო მეტიც კარგად ორგანიზებული - თავდასხმის ადგილი და რაც მთავარია მკვლელის ან მკვლელების გაქცევის მარშრუტი. შესაძლებელი იყო თუ არა გამოძიების ცხელ კვალზე გახსნა? კითხვები, რომელიც მოკლული ბიზნესმენის ოჯახის წევრებს გამოძიებასთან აქვთ - დროება გაუხსნელი მკვლელობის შესახებ.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა