logo
ENG

08 დეკემბერი, 2021 | 20:11
გაძვირებული სესხები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას, ოპოზიციამ კობა გვენეტაძეს პასუხისმგებლობა ბოლო დროის ანტირეკორდებზე მოსთხოვა, - უპრეცედენტოა ინფლაციის მაჩვენებელი და შესაბამისად რეფინანსირების განაკვეთიც გაიზარდა. 

170 ათასამდე მოქალაქეს სესხი გაუძვირდა. ინფლაციის მიზეზებს შორის ტურისტების და  ინვესტორების რაოდენობის შემცირება, პოლიტიკური კრიზისი და სასამართლოს მიმართ უნდობლობაა. ხელისუფლებას დამაზიანებელ პოლიტიკაზე პასუხის გაცემა არ სურს. ხალხს კი მძიმე დეკემბერი ელის. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა