logo
ENG

13 ივლისი, 2021 | 20:15
დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა

პროტესტი ჟურნალისტებმა დღეს სასამართლოშიც გამოხატეს. ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე თავდასხმაში ბრალდებულ დავით კუტალაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ამბის გასაშუქებლად შეკრებილი ჟურნალისტების ტაში და ოვაციები მოჰყვა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის შესახებ. დაცვის მხარე კი ბრალდებულის გათავისუფლებას მოითხოვდა.

"მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი", - ასე მიმართა მოსამართლეს დავით კუტალაძემ. ის ბრალს არ აღიარებს. გამოძიება ბრალდებულს გადამღებ ჯგუფზე ძალადობას, დევნასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას ედავება. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა