logo
ENG

25 ნოემბერი, 2021 | 20:26
დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში

წინააღმდეგობისა და ხმაურის მიუხედავად, ძველი მოწვევის საკრებულომ ახალი ბიუჯეტი დასამტკიცებლად გაიტანა ბათუმის საკრებულოში. ბიუროს სხდომა უპრეცედენტო დაძაბულობის ფონზე ჩატარდა. ოპოზიციის წევრები დარბაზიდან პოლიციამ გააძევა. 

ვადაგასული შემადგენლობა, ლეგიტიმაცია დაკარგული ხელისუფლება - ასე ოპოზიცია უხსნიდა საკრებულოს უკვე ყოფილ დეპუტატებს, რომ მათ პარტიული დაკვეთის შესრულების უფლება აღარ აქვთ. ბიუჯეტის დამტკიცებას ოცნება ჩქარობს ყველგან, სადაც საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა, - უკიდურესად მწვავე ფონზე უყრიან ფინანსურ დოკუმენტს კენჭს ბათუმში უკვე ხვალ.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა